SmartCLM ← მთავარ გვერდზე

შპს „სმარტსიელემ"-ის მომსახურების წესები და პირობები

გაცნობებთ, რომ წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მომსახურების სტადნარტულ პირობებს, შესაბამისად მას აქვს კანონით დადგენილი სამართლებრივი ძალა. თქვენ მიერ „ვეთანხმები“-ს მონიშვნა გულისხმობს, რომ გაეცანით დოკუმენტს სრულად, ადასტურებთ მას და აცნობიერებთ, რომ თქვენსა და შპს „სმარტსიელემ"-ს (ს/ნ 404793238) შორის ურთიერთობა რეგულირდება დოკუმენტში ასახული პირობების მიხედვით.

გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე დოკუმენტი არის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულ პირობებს, რომელთაც ერთი მხარე უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

სტანდარტულ პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გამოხატავს ნებას ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე/პლატფორმაზე.

გაცნობებთ, რომ წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი ასევე თანხის დაბრუნების პოლიტიკა.

ყველა პირს როელსაც სურს კომპანიის სერვისით რგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი „წესები და პირობები", შესაბამისად პლატფორმაზე რეგისტრაციისას და SmartCLM-ის პაკეტის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების წესებსა და პირობებს.

ტერმინთა განმარტება

კომპანია - შპს „სმარტსიელემ" (ს/ნ 404793238)

მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს კომპანიის მიერ შეთავაზებულ საიტს/პაკეტებს;

პაკეტის საფასური - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინდივიდუალური პაკეტების საფასური, კერძოდ: სოლო, გუნდი, ბიზნესი და ენთერპრაისი პაკეტები;

ვებგვერდი - კომპანიის ვებგვერდი: https://www.smartclm.ai/ge/ და მის მიერ შეთავაზებული ყველა ფუნქცია;

დოკუმენტი - ხელშეკრულება, განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც გენერირდება ავტომატურ რეჟიმში მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე;

1. მომსახურების აღწერა

კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ონლაინ რეჟიმში ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების ავტომატურ გენერირებას; აღნიშნული სისტემა წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტებისა და სამუშაო პროცესების მართვის პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების შექმნას, დამუშავებას, დამტკიცებასა და ელექტრონულ ხელმოწერას.

კომპანია თითოეულ მომხმარებელს აწვდის იმ მოცულობის სერვისებს, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი მომხმარებლის მიერ შერჩეული შეძენილი პაკეტი. აღნიშნული მომსახურება ენიჭება თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად და მომხმარებელს არ აქვს უფლება სერვისებით სარგებლობის უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს.

ყოველი ანგარიშისათვის, შერჩეული პაკეტის მიხედვით, გათვალისწინებულია მეხსიერების კონკრეტული მოცულობა, რომელის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს ატვირთოს, მიიღოს ან/და შეინახოს დოკუმენტები.

გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ ატვირთულ, გაზიარებულ, გავრცელებულ ინფორმაციაზე ან/და პლატფორმით სარგებლობისას გამოყენებულ მონაცემებზე.

კომპანია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ ატვირთულ, გაზიარებულ, გავრცელებულ ინფორმაციაზე ან/და პლატფორმით სარგებლობისას გამოყენებულ მონაცემებზე.

მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ პლატფორმის გამოყენების პროცესში მის მიერ პერსონალური ან სხვა ტიპის მონაცემების დამუშავება და გამოყენება სრულ შესაბამისობაშია მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან, წესებთან და/ან რეგულაციებთან და არ იწვევს მათ დარღვევას.

მომხმარებელს SmartCLM-ის პაკეტზე წვდომს და შესაბამისად სასურველი დოკუმენტის გენენირებას შეძლებს საფასურის გადახდის შემდეგ;

პლატფორმაზე რეგისტრაცია/ანგარიშის შექმნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირს სურს მომხმარებლად რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა, იგი შესაბამის ნებას გამოხატავს SmartCLM-ის პლატფორმაზე და ანგარიშს ქმნის ელექტრონული ფოსტის მისამართისა და პაროლის გამოყენებით.

ანგარიშის შექმნის შედეგად პირს ენიჭება კლიენტის სტატუსი. მომხმარებლის ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება მიიჩნევა მომხმარებლის მიერ შესრულებულად.

გაითვალისწინეთ,რომ მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშის უსაფრთხოება და არ დაუშვას მესამე პირის/პირების მიერ მასზე წვდომა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ეჭვი, რომ მისი ანგარიშით სარგებლობს მესამე პირი, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ SmartCLM-ს, რის საფუძველზეც SmartCLM უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან/და დაბლოკოს ანგარიში. ყოველგვარი გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, თუ მომხმარებელი არ აცნობებს SmartCLM-ს დროულად არაავტორიზებული წვდომის შესახებ, ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ განხორციელებულად.

იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში იქმნება იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, იგულისხმება, რომ რეგისტრაციას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

თუ ანგარიში ეკუთვნის იურიდიულ პირს ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს დაამატოს ქვე-მომხმარებლები და მიანიჭოს მათ შესაბამისი უფლებები/როლები (მათ შორის, დოკუმენტების ვიზირება, ხელმოწერა ან ხელმოსაწერად ინიცირება). ქვე-მომხმარებლები პლატფორმით სარგებლობისას ექვემდებარებიან წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, ხოლო მათი ქმედებებისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მფლობელს.

მომხმარებელი ავსებს შერჩეული დოკუმენტისთვის საჭირო ველებს და მონაცემებს, რის საფუძველზეც სისტემა ავტომატურად ამზადებს მომხმარებლისთვის სასურველ დოკუმენტს;

კომპანია არ ახორციელებს მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სიზუსტის შემოწმებას. მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მონაცემების სისწორეზე.

გენერირებული დოკუმენტი წარმოადგენს შაბლონურ ფორმას და არ არის ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციის ტოლფასი;

კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერი სახის ზიანზე;

კომპანია არ უზრუნველყოფს დოკუმენტის სრული იურიდიული შესაბამისობის გარანტიას კონკრეტულ ინდივიდუალურ სიტუაციაზე.

კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.

ის საკითხები, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

იმ შემთხვევაში, თუ სისტემის/პროგრამით სარგებლობისას წარმოიშვა ტექნიკური პრობლემა და იგი გამოწვეულია კლიენტის ინფრასტრუქტურით, კომპანიის მიერ გაწეული დამატებითი სამუშაო შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით ანაზღაურებას.

კლიენტს ეკრძალება, მიმწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე:

3. პერსონალური მონაცემების დამუშავება

4. მომხმარებლის ვალდებულებები

5. კომპანიის უფლებები და ვალდებულებები

6. ანგარიშსწორება

7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

8. ცვლილებები წესებსა და პირობებში

9. დავების გადაწყვეტა

10. სხვა დებულებები

11. კონტაქტი

ელ. ფოსტა: welcome@smartclm.ai

მობ: 500 001 235 ან 577 057 314

იურიდიული მის: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ვასილ პეტრიაშვილის ქ., N 46 ბ. 5