SmartCLM ← მთავარ გვერდზე

დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერის პოლიტიკა

რედაქცია: 09.06.2026

1. შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს ელექტრონული ხელმოწერის სისტემას, რომელსაც იყენებს შპს „სმარტსიელემ" https://www.smartclm.ai/ge/ (ს/ნ 404793238) ელექტრონულად შედგენილი დოკუმენტის ხელმოწერისას. დოკუმენტი აღწერს ტექნიკურ პროცესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელმომწერის იდენტობის გადამოწმებას, დოკუმენტის მთლიანობას, თანხმობის ჩანაწერს და აუდიტის სიის გენერაციას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ელექტრონული ხელმოწერის სამართლებრივი რეგულაცია შემდეგნაირია:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის თანახმად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა.

ამასთანავე, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კანონი არ ზღუდავს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებას, საკუთარი არჩევანის შესაბამისად გამოიყენონ მატერიალური დოკუმენტი ან/და პირადი ხელმოწერა, აგრეთვე ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი, ასევე დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და ელექტრონული შტამპისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის არ აკმაყოფილებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ფიზიკურ პირებს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის შეთანხმება არსებობს, ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

შესაბამისად, SmartCLM-ის მეშვეობით ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერა ხორციელდება საქართველოს „ელექტრონული დოკუმენტის და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ხელმოწერის პროცესის მიმოხილვა

ელექტრონული ხელმოწერის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

3. ხელმოწერის რიგითობა

სისტემა მხარს უჭერს კონფიგურირებად ხელმოწერის რიგითობას:

4. დოკუმენტის მთლიანობა

5. აქტივობების ისტორია

ყოველი მნიშვნელოვანი აქტივობა იწერება signature_audit_log ცხრილში, რომელიც შეიცავს:

ისტორიაჩანაწერი მონაცემები
დოკუმენტის გაზიარებადროის ნიშანი, Share ID, მიმღების ელექტრონული ფოსტა
დოკუმენტის ნახვადროის ნიშანი, IP მისამართი
ვერიფიკაციის კოდის გაგზავნამეთოდი (Email/SMS), მიმღები, დროის ნიშანი, IP
ვერიფიკაციის დასრულებადროის ნიშანი, IP, User Agent
თანხმობათანხმობის ტექსტის ჰეში, დროის ნიშანი, IP
დოკუმენტის ხელმოწერახელმოწერის მონაცემები, დროის ნიშანი, IP, user agent

ყველა დროის ნიშნული ინახება ISO 8601 ფორმატში. IP მისამართები და მომხმარებლები (User Agents) აღირიცხება HTTP მოთხოვნის ჰედერებიდან.

6. ხელმოწერის სერტიფიკატი

ორივე მხარის ხელმოწერის შემდეგ, სისტემა ქმნის PDF ხელმოწერის სერტიფიკატს, რომელიც შეიცავს:

7. ტექნიკური უსაფრთხოების ზომები

ინფორმაციის შესანახად ჩვენ მიერ ხდება Amazon ქლაუდ სერვერების (AWS Cloud) გამოყენება, რომელიც განთავსებულია სტოკჰოლმში

8. სამართლებრივი ჩარჩო

სისტემა უზრუნველყოფს მარტივ ელექტრონულ ხელმოწერას (არაკვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა) გაძლიერებული გადამოწმებისა და აუდიტის შესაძლებლობებით.

9. კონტაქტი

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით :

legal@smartclm.ai
welcome@smartclm.ai